პატიმარმა 10 ივლისს ღამით გლდანის ციხეში თავი მოიკლა, ის ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული 65 წლის ზაქარია ვარდიაშვილია. ის პარასკევს ჟონეთის ქუჩაზე დააკავეს.
საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწავლობს. გამოძიება პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე დაიწყო.
ოფიციალური ვერსიით პატიმარმა თავი მოიკლა, მაგრამ რეალურად რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზ, ამ ეტაპზე უცნობია.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.
დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა ჭეიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, დღეს, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.
დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა ჭეიშვილმა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 11 ივლისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
„გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე, პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, დაახლოებით 03:10 საათზე, სუიციდი განახორციელა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – ნათქვამია განცხადებაში.