წყალტუბოში მამამ შვილი სანადირო თოფით დაჭრა

წყალტუბოში მამამ შვილი სანადირო თოფით დაჭრაწყალტუბოში მამამ შვილი დაჭრა. ოჯახური კონფლიქტის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მამის  გასროლილი ტყვია მოხვდა. მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო.

ირკვევა, რომ კონფლიქტი მამაკაცს ვაჟიშვილთან მოუვიდა, სროლის სამიზნეც სწორედ ის იყო, თუმცა შემთხვევით ტყვია ქალიშვილს მოხვდა.

მეზობლებს კონფლიქტის მიზეზებზე საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ შემთხვევა ღამის 11-დან 12 საათამდე მოხდა.

თოფი ესროლა შვილს. კოფლიქტი მოუვიდა ბიჭთან, შელაპარაკება და მერე მამამ გაბრაზებულ გულზე ესროლა. შემთხვევთ გოგოს მოხვდა.. დაჭრილი საავადმყოფოშია. ჭრილობა ყელის და გულმკერდის არეში ჰქონდა, – ამბობს მეზობელი.
ახალგაზრდა ქალი უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი  სიცოცხლის გადარჩენას ახლა ექიმები ცდილობენ.