სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ მხეცურად აწამებენ და კლავენ უკრაინელ მებრძოლს რუსი ოკუპანტები.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აჭრიან უკრაინელ ჯარისკაცს საკანცელარიო დანით სასქესო ორგანოს, მიღებული ჭრილობების შედეგად კი უკრაინელი მეომარი ადგილზე გარდაიცვალა.
ყველა რუს კაციჭამიასა და მწამებელს მივწვდებით და დავსჯით – პრეზიდენტ ზელენსკი ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი, სოციიალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, სადაც ასახულია რუსი აგრესორების მხრიდან უკრაინელი ჯარისკაცის წამება და სიკვდილი.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯალათი იდენტიფიცირებულია და ის მალე დაისჯება.
რუსმა პროპაგანდისტებმა აღფრთოვანებულებმა გვიჩვენეს, როგორ მიაყენა რუსმა არაადამიანებმა ჭრილობა ტყვე ჯარისკაცს. ყველაფერი, რაც მსოფლიომ უნდა იცოდეს- რუსეთი არის კაციჭამიების ქვეყანა, რომელიც სიამოვნებას იღებს ადამიანების წამებითა და მკვლელობებით. თუმცა ომის ნისლი მათ არ გადაარჩენს სამაგალითო დასჯისგან. ყველას იდენტიფიცირებას მოვახდენს, ყველას მივწვდებით – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.