კოვიდკლინიკებში შრომის ინსპექციამ დარღვევები აღმოაჩინა. საუბარია 170 კლინიდან 90-ზე. ირკვევა, რომ კლინიკების დიდ ნაწილს სამედიცინო პერსონალისთვის დანამატი საერთოდ არ გაუციათ.
“პირველებისთვის” დარღვევების სხვა დეტალებიც გახდა ცნობილი. არმოჩნდა, რომ 100 საწოლზე გათვლილი კლინიკა 200 პაციენტს იღებდა, ეს კი იმ ფონზე, როცა არცერთ კოვიდმიმღებ დაწესებულებაში ადგილი არ იყო და მედიკოსებს პაციენტების გადარჩენა უჭირდათ.
ჯანდაცვისს სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ აზარაშვილის უწყება ახლა წინამორბედის შეცდომების გამოვლენას და დაკარგული მილიონების დაბრუნებას ცდილობს.
ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა, რომ ერთი მილიარდი ლარი კოვიდის პანდემიის დროს დაკარგულია. რადგან ეს ხელისუფლებამ გააჟღერა, საწიროა, განტევების ვაცის ნახვა, ხომ? ერთი ფაქტორი, სავარაუდოდ, ეგეც იყო ამირან გამყრელიძის გაშვების. ჩვენ კი გვაქვს ჩენი პრეტენზიები ამირან გამყრელიძესთან დაკავშირებით, მაგრამ სულ სხვა თემაა ამ თანხების გაფლანგვა, რომელშიც დარწმუნებული ვარ, ბატონ ამირანს მონაწილეობა არ აქვს მიღებული. მედპერსონალს კუთვნილი ხელფასი არ მისცეს, რომელსაც თავისი სიცოცხლის რისკად, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იქ მისვლა, მითუმეტეს, როცა დელტა შტამი იყო შემოსული და კატასტროფა ხდებობდა ქვეყანაში. კლინიკებს, რომლებსაც რესურსი რაც ჰქონდათ და რასაც აძლევდნენ, სამინისტროდან ურეკავდნენ და ეხვეწებოდნენ, რომ დაიმატეთ კიდევ 20-30 საწოლი. ახლა უბრალოდ, უნამუსობაა, ამის მოძიება, იმიტომ, რომ ვიღაცამ ვიღაცას პოლიტიკური ანგარიშ გაუსწოროს და პოლიტიკური ქულები მოუგოს, – ამბობს “ნიუ ჰოსპიტალის” ქირურგი ლევან ფერაძე.