უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი მზად არის, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ქვეყნის ამჟამინდელი მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ვადით კენჭისყრაზე უარს იტყვის. ამასთან დაკავშირებით არესტოვიჩმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩემი რეიტინგი ახლა პრეზიდენტის რეიტინგია. მე არ ვემიჯნები პრეზიდენტს და არც არასდროს გავემიჯნები იმ ადამიანებს, ვისთანაც ვმუშაობ. შეიძლება, განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ ამას გარეთ არასდროს გავიტან… ბინძურ თეთრეულს სახლიდან ვერ გავიტან”, – თქვა ალექსეი არესტოვიჩმა.მანვე აღნიშნა, რომ ომის დროს საპრეზიდენტო ამბიციებზე საუბარი არასწორია, თუმცა დაადასტურა, რომ ასეთი ამბიციები აქვს.