უბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში – მეთერთმეტე კლასელი ბიჭი დენის დარტყმით დაიღუპა.
ინფორმაციას „გურია ნიუსთან” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დაბლაციხეში ლევან ცინცაბაძე ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დენი ე.წ. „კერხელიდან” გადავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც „ჯანმრთელობის სახლი გურიაში” აცხადებენ, კლინიკაში მიყვანისას, ფაქტობრივად, უკვე დაღუპული იყო.
დავით ხაბეიშვილი ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე იყო.
გურია ნიუსი