დუგინის შვილი, დარია დუგინა მამის მანქანაში ააფეთქეს

დუგინის შვილი, დარია დუგინა მამის მანქანაში ააფეთქეს21 აგვისტოს ღამით მოსკოვში, 29 წლის ასაკში, ავტომობილის აფეთქებისას, სავარაუდოდ დაიღუპა “რუსული სამყაროს” მთავარი იდეოლოგისა და მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა (პლატონოვა).

ავტომობილი Land Cruiser Prado, რომელშიც აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ ალექსანდ დუგინს ეკუთვნის

დარია დუგინა (პლატონოვა) დაიბადა მოსკოვში 1992 წლის 15 დეკემბერს. 2015 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოსფიის ფაკულტეტი და იქვე ჩაბაარა ასპირანტურაში. სწავლის დასრულების შემდეგ დარია დუგინა ცდილობდა გაეგრძელებინა მამის საქმე და ხშირად კითხულობდა ლექციებს.

დარია დუგინა იზიარებდა მამის იდეებს და, გარდა ამისა, ახლოს იყო ევროპის მემარჯვენე პარტიების, განსაკუთრებით მარინ ლე პენის პარტიის მხარდამჭერებთან.

2021 წელს მიცემულ ერთ-ერთი ინტერვიუში დარია დუგინამ მამის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუა:

„დიდი პატვივია ვიყო ასეთი ადამიანის შვილი. ღირსეულად ვატარებ ამ პატივს, ვამაყობ მისით და ცდას არ ვაკლებ გავაგრძელო როგორც მისი იდეები, ასევე ბრძოლა ბოროტებასთან.”

დარია დუგინა იყო ალექსანდრ დუგინის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური მიმომხილველი.

პოლიტიკური მეცნიერებისა და ფილოსოფიის გარდა, დარია დუგინა ჟურნალისტიკიკითაც იყო დაკავებული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი უძღვებოდა გადაცემას სერგეი მარდანთან ერთად რადიო „კომსომოლსკაია პრავდაში“.

ასევე დარია დუგინა (პლატონოვა) ცნობილი იყო, როგორც ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტიკური სატელევიზიო გადაცემების მონაწილე. ხშირად გამოდიოდა როგორც ექსპერტი საფრანგეთის პოლიტიკის საკითხებში.

მისი კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის იდეების გავლენის შესწავლა ანტიკურ სამყაროზე. არაა გამორიცხული, რომ პლატონის იდეებისა და მისი პიროვნებისადმი განსაკუთრებულმა გატაცებამ უბიძგა დუგინას სოციალურ ი ქსელებისთვის აეღო ფსევდნომი პლატონოვა.

დარია დუგინა ასევე ცნობილი იყო უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის აქტიური მხარდაჭერით. იგი ასევე პირადად იცნობდა დონბასის სახალხო ლაშქრის მებრძოლებს.

2022 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დარია დუგინას (პლატონოვას) სანქციები დაუწესა უკრაინაში კონფლიქტის შესახებ „დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“.

„რადიო თავისუფლება“