„ეს რომ აფეთქდეს, გაგვისვრის სადღაც“ – ახალციხისკენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი კვამლშია გახვეული

„ეს რომ აფეთქდეს, გაგვისვრის სადღაც“ - ახალციხისკენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი კვამლშია გახვეულიბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი კვამლშია გახვეული. არსებობს საფრთხე, რომ  ცეცხლი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზეც გადავიდეს. ხანძარ საწინააღმდეგო თხრილები გაკეთებულია ნავთობსადენის მთელ პერიმეტრზე.

სოფელ თისელის შესასვლელი ჩაკეტილია. ადგილს ახლა პოლიციაა იცავს. ჩამკეტ პუნქტთან მუშაობენ მეხანძრე მაშველები და ჯარი.

მოსახლეობა ამბობს, რომ თუ ცეცხლი ნავთობ სადენს მიახულოვდება, ხალხს გახიზვნაა მოუწევს.

„ბაქო-ჯეიჰაინის ხაზი გადის, კაცო, და დაჩმაკეტია იქ და დარბიან… ეს რომ აფეთქდეს, გაგვისვრის სადღაც…საშიშია აბა, რა არის… შეშინებულები ვართ… კინაღამ გავიქეცით, – ამბობს ადგილობრივი. ხანძარი ბორჯომიდან ახალციხისკენ ახალი ძალებით გაღვივდა. ხანძრის ჩაქრობა ბორჯომის ხეობაში უკვე მე-8 დღეა ვერ ხერხდება.