„გადათარგმნაში საერთდ არ ვმონაწილეობდი“ – რეპეტიტორს ტესტების გავრცელებაში ადანაშაულებენ

„გადათარგმნაში საერთდ არ ვმონაწილეობდი“ - რეპეტიტორს ტესტების გავრცელებაში ადანაშაულებენ გაჟონა თუ არა საგამოცდო ტესტებმა აზერბაიჯანელ აბიტურიენტებში? გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ დრომდე დუმს,   ზოგადი უნარების რეპეტიტორი კი რომელსაც ტესტების გავრცელებაში ადანაშაულებენ, „პირველებთან” პირველ განმარტებას აკეთებს.

„მაქსიმალური ქულები გვაქვს აღებული 40-დან 40 ქულა. მე ტესტების გადათარგმნაში საერთდ არ ვმონაწილეობდი და აზრზე არ ვარ… უფრო ადვილი იყო გამოცდა, რადგან ერთი ვარიანტი იყო. შარშანაც ისეთი აბიტურიენტები მყავდა, რომ მაშინაც მაღალი ქულები აიღეს”- აცხადებს ერთ-ერთი რეპეტიტორი.
კიდევ ერთი რეპეტიტორი, სკანდალს მის კონკურენტებს უკავშირებს. “კონკურენტები მაბრაებენ”- თქვა მან “ტვ პირველთან”.