„გაზპრომი” ევროპას გაზის მიწოდებას უჩერებს 

„გაზპრომი” ევროპას გაზის მიწოდებას უჩერებს რუსეთი მიზეზად „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ბუნებრივი აირის გადასაქაჩ აგრეგატ Trent 60- ზე ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას ასახელებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “დოიჩე ველე” ავრცელებს.
როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული, გაზის მიწოდება 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე შეწყდება.

რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია გერმანიიდან კანადაში გარემონტებული სიმენსის ტურბინა, რომლის არქონის გამოც, ევროპას მიწოდების მოცულობა შეუმცირა.