გორის შესასვლელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთა შორის ორი ბავშვია.
შემთხვევა კარალეთი-გორის მონაკვეთზე მოხდა, ერთმანეთს BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახა.
ავარიის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი – ახალგაზრდა ქალი და მისი ორი შვილი დაშავდა. დაშავებულებს სახისა და კიდურების არეში ეკსკორაციები და დაჟეჟილობა აღენიშნებათ, სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.