„გულის გაჩერება 3-ჯერ დაფიქსირდა…“ – რა მოხდა ახალქალაქის საავადმყოფოში

„გულის გაჩერება 3-ჯერ დაფიქსირდა...“ - რა მოხდა ახალქალაქის საავადმყოფოში7 აგვისტოს, ახალქალაქის საავადმყოფოში 26 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც 30 ივლისს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში იმშობიარა. ახალქალაქში, ექიმების 26-საათიანი ბრძოლის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახლობლები ქალის გარდაცვალებაში ახალციხის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ მშობიარობის შემდეგ ის არ უნდა გაეწერათ.

მზისა ზაზაძე ახალქალაქის საავადმყოფოში 6 აგვისტოს, 12:00 საათზე, უკიდურესად მძიმე, შოკურ მდგომარეობაში, ფილტვისმიერი გულის უკმარისობით გადაიყვანეს.

„ახალციხიდან სახლში წაიყვანეს, ცუდად გახდა, წნევა არ გაუზომეს, დედამ საავადმყოფოში 4 დღე არ მიიყვანა. ჩვენთან მოიყვანეს მაღალი წნევით, პულსი 220 ჰქონდა. სწრაფად გავაუმჯობესეთ მისი მდგომარეობა და რეანიმობილი გამოვიძახეთ. ჩამოსვლის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა და გული გაუჩერდა, გულის გაჩერება 3-ჯერ დაფიქსირდა, გულის რიტმი აღვადგინეთ რეანიმაციული ღონისძიებებით. კატასტროფის მომუშავეები (რეანიმომობილი) ჩვენთან ერთად იყვნენ 4 საათის განმავლობაში, უნდოდათ მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია, რათა გადაეყვანათ. სამინისტრომ იცოდა, ყველამ იცოდა, ვერ გადაიყვანეს, ვერ წაიყვანეს, გულ-ფილტვის უკმარისობა ჰქონდა“, – ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს ექიმი, რომელიც 26 საათის განმავლობაში პაციენტის გვერდით იმყოფებოდა.

ახალი ამბებილარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

8 აგვისტო 19:30
ახალი ამბები„არ შეგვეძლო უბრალოდ ცრემლები მოგვეწმინდა, თავი დაგვეხარა სისხლიანი სულელის წინაშე და მიგვეშვა ის ხალხის ნაწილებად დასაგლეჯად“ – მედვედევი აგვისტოს ომზე

8 აგვისტო 17:00
ახალი ამბები„ეს არ მქონდა განზრახული, გული სად არის და თავი სად არის ექიმმა კაცმა ვიცი, მან სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა“ – 81 წლის ექიმს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

8 აგვისტო 18:00
ახალი ამბებიტრაგიკულად დაიღუპა კახი კობახიძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

8 აგვისტო 14:20
სოციალური მედია„კლდეში “გაჭედილი” დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლეზე დგომით მდგომარეობაში გაატარა ორი დღე მზის ქვეშ და ორი ღამე წყვდიადში საკვების და წყლის გარეშე“

8 აგვისტო 15:30
საბერძნეთისაბერძნეთი: 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში მოხვდა

10:20
ახალი ამბებილარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

8 აგვისტო 19:30
ახალი ამბები„არ შეგვეძლო უბრალოდ ცრემლები მოგვეწმინდა, თავი დაგვეხარა სისხლიანი სულელის წინაშე და მიგვეშვა ის ხალხის ნაწილებად დასაგლეჯად“ – მედვედევი აგვისტოს ომზე

8 აგვისტო 17:00
ახალი ამბები„ეს არ მქონდა განზრახული, გული სად არის და თავი სად არის ექიმმა კაცმა ვიცი, მან სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა“ – 81 წლის ექიმს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

8 აგვისტო 18:00
ახალი ამბებიტრაგიკულად დაიღუპა კახი კობახიძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

8 აგვისტო 14:20
სოციალური მედია„კლდეში “გაჭედილი” დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლეზე დგომით მდგომარეობაში გაატარა ორი დღე მზის ქვეშ და ორი ღამე წყვდიადში საკვების და წყლის გარეშე“

8 აგვისტო 15:30
საბერძნეთისაბერძნეთი: 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში მოხვდა

10:20

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ახალქალაქის საავადმყოფოდან დახმარებისთვის ახალქალაქში მიიწვიეს სხვადასხვა რეანიმატოლოგები, მაგრამ ყველგან უარი მიიღეს.

მზისას ერთ-ერთი ახლობლის თქმით, მას ქორწინებამდეც ჰქონდა გულის პრობლემები. თუმცა, ჩვენი თანამოსაუბრე მიიჩნევს, რომ ახალციხის საავადმყოფოს მზისა არ უნდა გაეწერა.

„ქორწინებამდე მას გულის ჩივილები ჰქონდა. ორსულობის დროს გინეკოლოგი ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევდა, ფიზიოლოგიური მშობიარობა დიდი სტრესია ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით გულისთვის, არ ამოწმებდნენ და არ გაუკეთებიათ კარდიოგრამა. ფიზიოლოგიური იმშობიარობა არ შეიძლებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად ექიმმა საკეისრო კვეთა არ გაუკეთა. საავადმყოფოდან ძალიან სუსტ მდგომარეობაში გამოწერეს, ფეხზე ძლივს იდგა“, – Jnews-ს გარდაცვლილი ქალის ერთ-ერთმა ახლობელმა თქვა.

მისივე თქმით, ახალქალაქში ჩატარებული გამოკვლევებიდან დადგინდა, რომ ერთი ფილტვი საერთოდ არ ფუნქციონირებდა, თუმცა ახალციხეში ამ ფაქტსაც ყურადღება არ გაამახვილეს.

საკითხის გარკვევის იმედით Jnews-ი დაუკავშირდა ევექსის ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, საპასუხოდ გამოგვიგზავნეს განცხადება ახალციხის საავადმყოფოდან, რომელშიც ეწერა:

„პირველ რიგში, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება პაციენტის გარდაცვალების გამო და მთელი გულით მივუსამძიმროთ ოჯახს. ახალგაზრდა ქალმა ახალციხის ჰოსპიტალში 30 ივლისს, ფიზიოლოგიურად, გართულებების გარეშე იმშობიარა. საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდში მისი მდგომარეობა იყო სტაბილური და ის ბინაზე 3 აგვისტოს, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა. პაციენტის გარდაცვალების მიზეზები შესაბამისი ორგანოების მიერ სამედიცინო ისტორიის დეტალური შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, რაც, პირველ რიგში, სწორედ ჩვენს ინტერესებში შედის.“, – ნათქვამია ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს განცხადებაში.

ახლობლების თქმით, ორჯერ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, მშობლები და ოჯახი მზად იყვნენ წერილობითი თანხმობის მისაცემად და პასუხისმგებლობის ასაღებად, მაგრამ მაინც არ წაიყვანეს.

ახალშობილი ბავშვის მდგომარეობა კარგია. ვინ არის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების დამნაშავე, ჯერჯერობით უცნობია, ექსპერტიზის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ფაქტია, რომ 5 დღის ბავშვი დედის გარეშე დარჩა.