სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებელი კაცი რუსთაველი ბიზნესმენია. ტვ პირველის
ინფორმაციით, გიორგი ხუროშვილი შპს ბოგანოს 100 %-იანი წილის მფლობელია. დაკავებულს კარაქის საწარმო აქვს.
საბოლოოდ, მოსამართლემ 45 წლამდე კაცი ციხეში გაუშვა და გირაოზე უარი უთხრა. ქალზე ძალადობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს. რადგან საქმე პირად ცხოვრებას ეხება, დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე, სხდომა დახურული იყო. პროკურატურის ინფორმაციით, ბიზნესმენი მეგობარ ქალზე ფიზიკურად ძალადობდა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. უფრო კონკრეტულად, ირკვევა, რომ საქმეში დევს ვიდეოჩანაწერები, სადაც ქალზე ძალადობაა ასახული. ამასთან ამოღებულია პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიც. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი ხუროშვილი მოქალაქეზე ორი თვის განმავლობაში სისტემურად ძალადობდა.