„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა…“ – ავარია კახეთში

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთშიერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე.

მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა და გზის განაპირას ბეტონს დაეჯახა. ავტომობილში მყოფი ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მეორე დაშავებულს, ამ წუთებში კატასტროფის სამედიცინო ცენტრის დახმარებით, შესაბამის კლინიკაში მოათავსებენ.

ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე, პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა.