ავტოსაგზაო შეთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე. მოტოციკლის მძღოლი გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა,- ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მისვლამდე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე კაცია.