„იქნებ ეკონომიკური გუნდმა შეწყვიტოს მოსახლეობის დაცინვა პრემიერის დავალების ასეთი შეუსრულებლობით“
ეკონომიკური ექსპერტის, ნიკა შენგელიას წერილი საწვავზე ფასების რეგულირებას ეხება. იგი ეკონომიკურ გუნდს პრემიერის ბრძანებულებაზე დროულ რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„11 აგვისტოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების ჩართულობით, გამართულ შეხვედრაზე საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ ეკონომიკის მინისტრს და მის ეკონომიკურ გუნდს არ გააჩნია არანაირი გეგმა , შექმნას მექანიზმები რომლითაც გავლენას მოახდენს საწვავზე ფასების დარეგულირებაში. მხოლოდ გაჩნიათ მოლოდინი, რომ საწვავი თავისით გაიაფდება .
მოსახლეობას მინდა მოკლედ მივაწოდო ინფორმაცია
როგორ უმკლავდებიან სხვა და სხვა ქვეყნები საწვავის ფასების ზრდას.
ცნობილია, რომ ნავთობისა და გაზის მომპოვებელ და მწარმოებელ ქვეყნებში ჩვეულებრივი პრაქტიკაა ,საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისათვის ნავთობპროდუქტების გაყიდვა საერთაშორისო ბაზრის დონეზე დაბალ ფასებში, ვინაიდან ისინი ასუფსიდირებენ საკუთარი ქვეყნის მომხმარებლებს.
აქედან გამომდინარე, ბევრი იმპორტიორი ქვეყანაა, ცდილობს საწვავის ფასებზე მოახდინოს სახელმწიფო რეგულირება ისე ,რომ მაქსიმალურად შეამცირონ კავშირი ნავთობის ფასის კოტირებებთან.
ნავთობპროდუქტების ბაზარი დიდწილად განსხვავებულია გადასახადებით. იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ესაზღვრებიან ერთმანეთს თუნდაც როგორც არიან ევროკავშირის, ისე ევროზონის წევრი სახელმწიფოები.
გვხვდება ასევე კომბინირებული ვარიანტებიც, მაგალითად: ზოგიერთ ქვეყანაში შიდა ფასების ზრდა ხდება ინფლაციის ფარგლებში, ზოგი ქვეყანა მიდის აქციზის განაკვეთების შემცირებაზე, ზოგი ირჩევს ფორმულებს დემპერის კომპონენტებით.
საერთო ჯამში, საწვავის ბაზრებზე ფასწარმოქმნის სამი ძირითადი მოდელი არსებობს: პირდაპირი რეგულირება, თავისუფალი ფასწარმოქმნა და კვაზი-ბაზრის მოდელი.
თქვენ წარმოიდგინეთ და საქართველოსთვის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრი ცვლილებების პირობებშიც კი შესაძლებელია შეიქმნას მოდელი, რომელიც დაიცავს საბოლოო მომხმარებელს, მაგრამ ამისთვის ეკონომიკურმა გუნდმა უნდა იცოდეს, რომ ფასების მეთოდები განსხვავებულია იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეკონომიკა არის განვითარებული და სადაც ეკონომიკა ვითარდება.
ეკონომიკურმა გუნდმა უნდა იცოდეს რა არის ეტალონური ფასი , ეკონომიკურმა გუნდმა უნდა იცოდეს, რა არის ნავთობპროდუქტების ფასების საერთაშორისო მექანიზმები ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების მიხედვით, რომლის წევრიც საქართველოა და რომელიც მოიცავს ორმოცდათზე მეტ სახელმწიფოს . .
მაგრამ სამწუხაროთ, როგორც ჩანს ჩვენთან ეკონომიკურმა გუნდმა, გადაწყვიტა იქონიოს მოლოდინი რომ საწვავი თავისით გაიაფდება .
მინდა შევახსენო მათ, რომ არსებობს მოსახლეობის პროტესტის მაგალითები: საფრანგეთში ყვითელი ჟილეტები, , პროტესტი ნორმანდიაში ქალაქ რუანთან, პროტესტი A10 გზატკეცილზე ბორდოს რეგიონში, პროტესტი ბულგარეთში, სადაც მომიტინგეებმა გადაკეტეს ძირითადი მაგისტრალები, გადასასვლელები საზღვარზე თურქეთთან და საბერძნეთთან.
იქნებ ეკონომიკური გუნდმა შეწყვიტოს მოსახლეობის დაცინვა პრემიერის დავალების ასეთი შეუსრულებლობით , დაფიქრდეს და უფრო საფუძვლიანად შეისწავლოს ნავთობპროდუქტების ფასების რეგულირების პრობლემა და წარმოადგინოს ქმედითი ღონისძიებები.
ასე რომ მთავრობა ყველგან ხალხის მსახურის როლშია , ჩვენთან კი ხალხის „დაბოლების“ და შუალედურ აქტების წერასა და მოლოდინში გვამყოფებს , რომ ფასები თავისით დარეგულირდება.“