ნინო წილოსანის გამდიდრების ახალი სქემა – სადგურის მოედნზე 50-მდე კორპუსის მშენებლობა იგეგმება

ნინო წილოსანის გამდიდრების ახალი სქემა - სადგურის მოედნზე 50-მდე კორპუსის მშენებლობა იგეგმებათბილისის საკრებულოს სხდომაზე სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური მრავალფუმქციური კომპლექსის პროექტის დამტკიცების საკითხი უნდა განიხილონ.

ოპოზიცია ამბობს, რომ ტერიტორია, რომელზეც კომპლექსი აშენდება, „ქართული ოცნების” დეპუტატ, ნინო წილოსანის მამას ეკუთვნის, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც პროექტის დამკვეთია, ნინო წილოსანის დედაა.

პროექტის დამკვეთი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ტელეკომპანია “იმედის” დირექტორი, ირაკლი რუხაძე.

საუბარია ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე 50 კორპუსის მშენებლობაზე, მათი ნაწილი საცხოვრებელი, ნაწილი კი კომერციული ფაქტი იქნება.