ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში პაატა გულიაშვილის სიმღერა ადგილობრივებს 5 100 ლარი დაუჯდებათ.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ ქუთაისის მერია მსახიობ პაატა გულიაშვილს, რომელიც დღეს იმღერებს, 5100 ლარს უტენდეროდ აუნაზღაურებს.
ამის შესახებ შესყიდვების სააგენტომ გადაწყვეტილება 18 აგვისტოს მიიღო.
იმის გამო, რომ თანხა აღემატება 5 ათასს ლარს და ტენდერის ჩატარებაა საჭირო, ქუთაისის მერიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ქუთაისში კონცერტი ჩატარდეს.
პაატა გულიაშვილი “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული მსახიობია და ხშირად გამოდის აქციებზე, რომელიც ოპოზიციის დისკრედიტაციას ემსახურება.
ახლა მას რეგიონალური ტურნე აქვს და ხელისუფლების დაფინანსებით სხვადასხვა ქალაქებში კონცერტებს მართავს.
ავანგარდის რეაბილიტირებულ სკვერში გულიაშვილის კონცერტი 22 აგვისტოს იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო.