სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება ყოველთვის იწვევს ზარალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ომს უზარმაზარი მასშტაბები აქვს. თებერვალში დაწყებული რუსეთ-უკრანის ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არავინ იცის როდემდე გაგრძელდება, თუმცა შედეგები უკვე ძალიან მძიმეა. ბუნებრივია ომი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ომში ჩართული სახელმწიფოების, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზეც.
გლობალური ეკონომიკა კოვიდ პანდემიის შედეგად ისედაც დაზარალდა, მაგრამ ნელნელა მდგომარეობა სტაბილურდება. მაგალითად თებერვლის შემდეგ საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 820 ათასს გადააჭარბა, (რაც პანდემიამდე – 2019 წლის მონაცემების 52.2%-ს შეადგენს) შემოსული ტურისტების დიდი ნაწილი რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. ეს კი, თავის მხრივ, დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.6% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2% განისაზღვრა.
ტურიზმის წინ წამოწევა ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ამ დარგში მომუშავე თითოეულ მოქალაქეს, ამიტომ პანდემიისგან გამოწვეული პასიურობის შემდეგ, თანდათან ისევ აქტიურად ამუშავდნენ სატუმროები, კვების ობიექტები, საწარმოები და სხვა.
ტურიზმის ასეთი მოულოდნელი და მკვედრი ზრდის ფონზე საჭიროა, ეს სექტორი მომზადებული შეხვდეს ტურისტულ სეზონს, ქვეყნის მასშტაბით დასასვენებელ კურორტებზე სასტუმროები და კვების ობიექტები სტუმრების სრულყოფილად დასახვედრად ემზადებიან, დროისა და ფინანსების სიმცირის გამო კი ეს ყველაფერი სირთულეებთანაა დაკავშირებული. თუმცა საქართველოში უკვე არსებობს ისეთი ონლაინ პლატფორმები, რომლებიც ამ სეგმენტისათვისაც ცდილობენ კომფორტული პირობების შექმნას. მაგალითად ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია – isurve.ge, რომელიც მოცემულ ეკონომიკურ მდომარეობაში აგძელებდა მომხმარებლებზე ზრუნვას – სთავაზობდა და სთავაზობს პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად და უფასო საკურიერო მომსახურებით თავად უზრუნველყოფს შეკვეთების ტრანსპორტირებას.
R