თურქეთში საქართველოს მოქალაქემ ცოლი და კიდევ ერთი ქართველი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
სამივე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იყო, თურქეთში ჩაის საკრეფად იყვნენ და პლანტაციაში მუშაობდნენ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მან ქალი დანით მოკლა, კაცს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა, შემდეგ კი ტაქსით საქართველო-თურქეთის საზღვრისკენ წავიდა და თავი მაშინ მოიკლა, როდესაც ქემალ ფაშასთან პოლიციამ ტაქსს ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა.
მომხდარზე თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.