საქართველოში პირველად ეპისკოპალურმა ეკლესიამ ერთნაირსქესიან წყვილს ჯვარი დაწერა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ონლაინ გამოცემა „ქვიარი“ ავრცელებს.
„ამა წლის 18 ივნისს, საქართველოს ეპისკოპალურმა ეკლესიამ აღასრულა ჯვრისწერის საიდუმლო ერთნაირსქესიან წყვილზე.
ფაქტი ისტორიულია, რადგან ეს არის საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი პირველი საჯარო საეკლესიო ჯვრისწერა ერთნაირსქესიანი წყვილისათვის.
წყვილს უფლისა და ერთმანეთის სიყვარულში დარჩენას ვუსურვებთ.
ამერიკის ეპისკოპალური ეკლესია პირველი ეკლესიაა ანგლიკანურ თანაზიარებაში, რომელმაც ერთნაირსქესიან წყვილებზე ჯვრისწერის წესი დაუშვა (2012 წლიდან)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.