„შეწყვიტე ფლირტი რუსეთთან“ – კიზინგერი საქართველოს

„შეწყვიტე ფლირტი რუსეთთან“ - კიზინგერი საქართველოსამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი თბილისში რამზან კადიროვის უახლოესი მეგობრის, ლევ ძენგოვის თბილისში გამოჩენას ეხმაურება და საქართველოს ურჩევს, შეწყვიტოს “ფლირტი რუსეთთან”.

„რუსეთის, როგორც რეგიონალური ძალის, დღეები იწურება. საქართველოს კატეგორიულად ვურჩევ, სერიოზულად მოეკიდოს ამას და შეწყვიტოს ფლირტი რუსეთთან”, – წერს კინზინგერი.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის უახლოესი მეგობარი ლევ ძენგოვი საქართველოშია. არსებული ინფორმაციით, ის მეუღლესთან, ქეთა თოფურიასთან ერთად დასასვენებლად ჩამოვიდა. ძენგოვს ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.