სისხლიანი გარჩევა რუსთავში – დაჭრილია 40 წლამდე მამაკაცი

სისხლიანი გარჩევა რუსთავში - დაჭრილია 40 წლამდე მამაკაცირუსთავში, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა 28 აგვისტოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ორ 40 წლამდე კაცს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა. დაშავებულს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში “მთავარ არხს” განუცხადეს, დაჭრილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.