თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე სახლის აივანი ჩამოინგრა – გარდაცვლილია 74 წლის ქალი

თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე სახლის აივანი ჩამოინგრა - გარდაცვლილია 74 წლის ქალიუბედური შემთხვევა თბილისში – ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რასაც 74 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“მეზობლების ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია, მას სჭირდება რეაბილიტაცია, სახელმწიფო კი ყურადღებას არ აქცევს.

დავინაეთ, რომ გადმოვარდა აივანი და ეს ქალი გადმოყვა აივანს და დაიცალა ჩვენს თვალწინ სისხლისგან. ყველაფერი ცვივა,  ვიძახი რომ მოხდება მსხვერპლითქო. იმ დღეს დიდი მინა ჩამოვარდა. სახელმწიფომ ელემენტარული ხომ უნდა გააკეთოს” . – ამბობს ადგილობრივი.
74 წლის ქალი წლების განმავლობაში ცხოვრობდა იტალიურ სახლში 3 შვილთან ერთად ცხოვრობდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.