საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგს შეიარაღებული ძარცვის მსხვერპლი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წერს.
არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა ფეხბურთელს სცემეს, ასევე იარაღით ემუქრებოდნენ ობამეიანგს და მის ცოლსაც, თუმცა 33 წლის ფეხბურთელს ძარცვის დეტალები არ დაუდასტურებია.
მედიის ცნობით, მძარცველებმა სეიფი გახსნეს, ძვერფასეულობა აიღეს და ავტომობილით მიიმალნენ. პოლიციამ დამნაშავეების ძებნა დაიწყო.