ცოტნე გამსახურდიას ცოტა ხნის წინ 46 წელი შეუსრულდა. „საღამოობით ეტლის გარეშე ჯდომაში ვვარჯიშობთ“, დაწერა ანა ჯაბაურმა მის დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში და გამოჯანმრთელებულ ცოტნესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
„სარკე“ ანა ჯაბაურს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობაზე და კოლხური კოშკის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.
„ჩვენ ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ, ეს არავერბალური კონტაქტი კიდევ უფრო ძლიერი ყოფილა, ვიდრე სიტყვები.
არსებობს გერმანელი ექიმების ოფიციალური წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ აუცილებელია მშობლიურ სახლში მისი გადაყვანა. სამწუხაროდ ეს დღემდე ვერ ხერხდება, რადგან მიმდინარეობს სასამართლო დავები. გვჯერა, რომ ცოტნეს გამოჯანმრთელდება სახლში დაბრუნების შემდეგ ნახტომისებურად წაიწევს წინ და მალე ფეხზე დადგება. ორ ინსტანციაში დავა მოვიგეთ. მოდავე მხარე არის მანანა არჩვაძე გამსახურდია, (ცოტნე გამსახურდიას დედა) აპირებს უზენაესში გასაჩივრებას. როდის დაიწყება და დასრულდება სასამართლო, უცნობია.
არსებობს, 1988 წელს ზვიად გამსახურდიას მიერ შედგენილი ანდერძი, რომლის მიხედვით, კოლხური კოშკი ეკუთვნის ცოტნე და გიორგი გამსახურდიებს, მაგრამ ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ქალბატონი, რომლის სახელს მე არ ვახსენებ. საზოგადოება კარგა ხანია, საქმის კურსშია ამ უპრეცედენტო დავის შესახებ“. – ამბობს ანა ჯაბაური „სარკესთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, პირველი დღიდან ცოტნეს რეაბილიტაციას გერმანიაში „ქართუ ფონდი“ აფინანსებდა, ამჟამად კი მთავრობა აფინანსებს.