ზელენსკი – „გამოვავლენთ თითოეული ოკუპანტის ვინაობას“

ზელენსკი - „გამოვავლენთ თითოეული ოკუპანტის ვინაობას“უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს:

„დღეს მინდა ცალკე მივმართო ჩვენი ყველა ქალაქის მცხოვრებლებს, რომლებიც მუდმივი ძალადობრივი დაბომბვის ქვეშ იმყოფებიან რუსული არმიის მხრიდან. ხარკოვი და ნიკოლაევი, დონბასის ყველა ქალაქი, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიე… ყველასთვის, ვინც განიცდის ამ მუდმივ საშინელებას, სიცოცხლის ნგრევასა და ყველაფრის განადგურების, რაც ცხოვრებას ნორმალურობას სძენს. ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ ამ დარტყმას უპასუხოდ.

ჩვენ გამოვავლენთ თითოეული ოკუპანტის ვინაობას, რომელიც გასცემს ბრძანებებს და ახორციელებს ამ დარტყმებს ქალაქებზე. და ჩვენ მათ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ ყველა მათგანს. ვერც ერთი მკვლელი ვერ დაიმალება. და რა თქმა უნდა, ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს. სიტყვა “დანგრეული” არასოდეს იქნება უკრაინისთვის შესაბამისი სიტყვა, ჩვენი ქალაქებისთვის. მარადიული დიდება ყველას, ვინც აახლოებს ჩვენს გამარჯვებას!მარადიული დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის!დიდება უკრაინას.“