1,8 მლნ წლის კბილი – მასშტაბური აღმოჩენა დმანისში

1,8 მლნ წლის კბილი – მასშტაბური აღმოჩენა დმანისშიოროზმანის არქეოლოგიური გათხრების უნიკალური აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორედ საქართველოა პირველი ევროპელების სამშობოლო. კბილი – რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა – 1.8 მლნ წლისაა და ის ჰომოსაპიენსის უახლოეს წინაპარს ეკუთვნის. ოროზმანი სოფელია დმანისში. ეს აღმოჩენა კი ამყარებს დმანისის კიდევ ერთი სახელოვანი აღმოჩენის მნიშვნელობას.

აღმოჩენის შესახებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო მედიაში ბევრი დაიწერა, მათ შორის სამეცნიერო ჟურნალებშიც. თუმცა ამ აღიარების პარალელურად კულტურის სამინისტრო რატომღაც დუმდა. თითქოს ბევრი არაფერი მომხდარა.