სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელში აღნიშნულია, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებას.
„ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებებს:
კერძოდ, ქ. თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებარე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთს – საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, 4 საცხოვრებელ ბინას და ქ. სიღნაღში მდებარე სასტუმროს.
ყადაღა ასევე დაედო ზემოხსენებულ პირთა მოძრავ ქონებებს. კერძოდ, 13 ავტომანქანას, 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, 3 ერთეულ მოტოტექნიკას და 15 ცეცხლსასროლ იარაღს.
ხსენებული უძრავი და მოძრავი ქონებების რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა“,- ნათქვამია განცხადებაში.