ცნობილია, რომ აფხაზეთის ომში უკრაინელმა პილოტებმა 7.634 საქართველოს მოქალაქე გადაარჩინეს.
პოლკოვნიკი ვალერი ჩალი იხსენებს:
„ვდგებოდით დილის 4სთ-ზე, ფრენას 5-6 სთ-ზე ვიწყებდით. ვბრუნდებოდით 40-50 წთ-ით საწვავის შესავსებად და ისევ მივფრინავდით, მუშაობას კი გვიან ვამთავრებდით. ხალხი ჩვენ გველოდა, ბორტზე 40 კაცს ვიღებდით და ამას უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდით, როცა ნორმა მხოლოდ 24 კაცი იყო. ვლოცულობდით, რომ აეროდრომამდე მიგვეღწია, ზოგჯერ კი გადატვირთვის გამო ნაკლებად მომზადებულ მოედანზე ვსხდებოდით. ეტყობა, ღმერთი და იღბალი ჩვენს მხარეს იყო.“
სოციალურ ქსელში უკრაინელების დახმარებაზე აფხაზეთიდა ლტოლვილებიც წერენ:
„ჩვენ ლტოლვილებს არასოდეს დაგვავიწყდება.ჩვენს დასახმარებლად მოსული ჩვენი უკრაინელი ძმები.“
„გეთანხმებით ჩვენთან მაჭარკაში ორჯერ თუ სამჯერ შემოვიდა,უზარმაზარი სამხედრო გემი დევნილების გადასარჩენად.
დიდება და გამარჯვება უკრაინას!“
აფხაზური ამბები