ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 55 წლის ჯანაშვილს, თბილისში, გზაზე ფეხით გადასვლისას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. რამდენიმე დღის განმავლობაში დეპუტატს თბილისში, ქირურგიის ცენტრში მკურნალობდნენ.
ემზარ ჯანაშვილი, სოფელ არბოშიკის მაჟორიტარი დეპუტატი, 2021 წლის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების დროს გახდა. ის საკრებულოში, ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა.