„ევაგორასი 19 წლის ასაკში ჩამოახრჩვეს, ელისაბედ მეორეს შეეძლო მისი გადარჩენა, მაგრამ …” – ბერძენი ჟურნალისტი

„ევაგორასი 19 წლის ასაკში ჩამოახრჩვეს, ელისაბედ მეორეს შეეძლო მისი გადარჩენა, მაგრამ ..." - ბერძენი ჟურნალისტიბერძენი ჟურნალისტი ელენა აკრიტა სოციალურ ქსელში, ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:

„ვიცი, რომ ჩამომახრჩობენ.

ყველაფერი, რაც გავაკეთე, გავაკეთე როგორც კვიპროსელმა ბერძენმა, რომელიც ეძებდა თავის თავისუფლებას.

არაფერი სხვა.

ჩემს ბედს გამბედაობით მივყვები.

იქნებ ეს იყოს ჩემი ბოლო წერილი, მაგრამ ისევ არაუშავს.

არაფერს ვნანობ.

ნება მომეცით დავკარგო ყველაფერი. ბედნიერად წავალ ჩემს ბოლო სამყოფელამდე. რა დღეს, რა ხვალ? ყველა ერთ დღეს კვდება.

საბერძნეთისთვის სიკვდილი კარგია.

დრო 7:30. ყველაზე ლამაზი დღე ჩემს ცხოვრებაში.

ყველაზე ლამაზი დრო. არ იკითხო რატომ.

“ევაგორას პალიკარიდისი (1938-1957) 19 წლის ასაკში ჩამოახრჩვეს.

დედოფალს, რომელიც დღეს გარდაიცვალა (და რომელიც არასოდეს ეწვია საბერძნეთს) შეეძლო მისი გადარჩენა. მან ჩამოხრჩობით მოკლა”, – წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, დედოფალი ელისაბედი 96 წლის ასაკში 7 სექტემბერს გარდაიცვალა. პრინცი ჩარლზი კი დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა. დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება, რომელიც სავარაუდოდ, მონარქის გარდაცვალებიდან 10 დღის შემდეგ გაიმართება.

ექსკლუზივ ტვ.გე