იზიუმში, მასობრივ საფლავში ერთი ოჯახის სამი წევრის ცხედრები იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველის ბავშვთა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში, დარია გერასიმჩუკის თქმით, სტოლპაკოვების ოჯახი – 31 წლის ელენა, 33 წლის დიმიტრი და მათი 5 წლის ქალიშვილი ლესია, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვაში მოყვნენ, ხოლო მათი სიკვდილის მიზეზი ნანგრევების ქვეშ, ჟანგბადის ნაკლებობა გახდა.
რუსებისგან გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს.
ხარკოვის ოლქის ამ დეოკუპირებულ დასახლებაში წინასწარი ინფორმაიით აღმოჩენილია 440 ადამიანის ცხედარი. ისინი ცალ-ცალკე არიან დაკრძალულები.
ხარკოვის მერის ინფორმაციით, ადამიანების ერთი ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი საარტილერიო ცეცხლსა და საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა.