კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის ესკორტი ავტოავარიაში მოჰყვა

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის ესკორტი ავტოავარიაში მოჰყვაუკრაინის პრეზიდენტის ესკორტი ავტოავარიაში მოჰყვა. ირკვევა, რომ სამთავრობო კოლონას, რომლითაც ვოლოდიმირ ზელენსკი გადაადგილდებოდა, მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. საბედნიეროდ ავტოავარიას დაშავებული და მსხვერპლი არ ჰყავს. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესმდივანი, სერგეი ნიკიფოროვი, ადასტურებს.

კიევში მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა პრეზიდენტის ავტომობილსა და ესკორტის სხვა ტრანსპორტს. მედიკოსებმა, რომლებიც ესკორტს თან ახლდნენ, ავტომობილის მძღოლს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.

პრეზიდენტი გასინჯა მისმა პირადმა ექიმმა.  საბედნიეროდ, რაიმე სახის დაზიანება არ აღმოჩნდა.

სამართალდამცველები მომხდარს სწავლობენ – განაცხადა ნიკიფოროვმა.