მეუფე ანტონი – „მილიანერი ვარ…“

მეუფე ანტონი - „მილიანერი ვარ...“„მილიანერი ვარ…” –  ამბობს „მთავართან” ინტერვიუში სინოდის წევრი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია. მეუფე ანტონი ერთდროულად სამ სახლს წავკისში, დიღომსა და ჩაქვში იშენებს.

ფლობს წილებს 8 კომპანიაში, საიდანაც 2 სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს. 157 კვ/მ ბინას თბილისში, ჭავჭავაძის  გამზირზე; უძრავ ქონებას წავკისში, ტაბახმელაში, ვანსა  და ბაღდათში. ხელმძღვანელობს საპატრიარქოს რამდენიმე ფონდსა და გიმნაზიას.

სუს-ის კრებსებს თუ დავუჯერებთ, მეუფე ანტონს აქვს კრიპტო ბიზნესიც. ლილუაშვილის უწყების ინფორმაციით, მეუფე ანტონი ვანის რეზიდენციაში ბიტკოინის მიღებისთვის 50 ე.წ. მაინერს ამუშავებს, ელექტროენერგიის თანხას კი ვანის მერია იხდის.