რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც პატიმრობა შეეხება მათ, ვინც:
ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარდება – 10 წლამდე პატიმრობა;
ძარცვა – 15 წლამდე პატიმრობა;
საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა – 3 წლამდე პატიმრობა;
სამხედრო მოსამსახურეების გაწვევის სამსახურში გამოუცხადებლობა – 10 წლამდე პატიმრობა;
სახელმწიფო თავდაცვის ბრძანებით გათვალისწინებული ხელშეკრულების პირობების განმეორებით დარღვევა – 8 წლამდე პატიმრობა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.