ქართველი მილიარდერი მოსკოვიდან რომელიც პუტინის ოლიგარქებთან კავშირში ამხილეს, თბილისში ბიძინა ივანიშვილის სასახლეზე უფრო მაღლა და უფრო გრანდიოზულ შენობას აშენებს – პაატა გამგონეიშვილის საეჭვო გამდიდრებისა და კავშირების შესახებ ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება „ნოდარ მელაძის შაბათმა” ჩაატარა.
მილიარდერი გამგონეიშილი „შაბათის ეთერის” ყურადღების ეპიცენტრში საერთაშორისო მედიის ინტერესის გამო მოექცა. პუტინის მხარდამჭერი ოლიგარქების დასანქციების შემდეგ, გამგოენიშივლის და ოლიგარქების კავშირები ჩეხი გამომძიებელი ჟურნალისტების ინტერესის საგანი გახდა.
ჩეხმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ კარლოვი ვარიაში ორი ისტორიული სასახლე პაატა გამგონეიშვილის თანამფლობელობაშია, თუმცა იმის გამო, რომ გამგონეიშვილი რუს ოლიგარქებთან არის დაკავშირებული, ჩეხეთში გაჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლოა რუსეთში გამდიდრებული ქართველი მილიონერის სახელზე სანქცირებული რუსი ბიზნესმენები ქონებას მალავდნენ. ჩეხეთის პრემიერი ქვეყანაში სასწრაფო წესით კანონის შეცვლასაც კი ითხოვს, რომ მესამე პირებზე გადამალული რუსი ოლიგარქების ქონება მოძებნონ და სანქციები დაადონ.
თუ ჩეხურ მედიას დავეყრდნობით, ქართველი მილიარდერის, მოსკოვში სამშენებლო ბიზნესით გამდიდრებული პაატა გამგონეიშვილის ჩეხური ქონების კვალი მინიმუმ ორ რუს ოლიგარქამდე, რომან აბრამოვიჩამდე და რალიფ საფინამდე მიდის. პაატა გამგონეიშვილის სახელს დასავლური მედია გადასახადების გადაუხდელობის სკანდალს უკავშირებდა, მისი გვარი საერთაშორისო გამოძიების “პარადისს ფეირესის” ფურცლებზეც მოხვდა.
რუსი ოლიგარქების სანდო ადამიანად გამოცხადებული მილიარდერი საქართველოში მხოლოდ სასახლეს არ იშენებს. ქართლი ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან ტერიტორიების შეძენა და სამშენებლო იმპერიის დაფუძნება დაიწყო.
“შაბათის ეთერმა” აღმოაჩინა ათამდე კომპანია, რომელსაც ვლადიმერ პუტინის ოლიგარქებთან კავშირში მხილებული გამგენიშვლი საქართველოში, პირადად ან მესამე პირების საშუალებით ფლობს. საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების უმეტესობა, რომელიც გამგონეიშვილს უკავშირდება სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული. თითქმის ათივე კომპანიას ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ.
გამგონეიშვილი სამშენებლო ბიზნესით საქართველოში 2014 წლიდან დაინტერესდა და ყველაფრის მართვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის მეუღლეს, თამარ გამგონეიშვილს ანდო. ვარლამ შავგულიძე გომელაურის უწყებაში 2018 წლამდე მუშაობდა.