უკრაინა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებს რუსებისგან ათავისუფლებს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევების დაწყების შემდეგ 2 ათასი კილომეტრის ტერიტორია დაიბრუნეს და წინსვლას აგრძელებენ.
განსაკუთრებულ წარმატებას უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის, ლუგანსკის, დონბასისა და ხერსონის ოლქების მიმართულებით მიაღწიეს.
„ჩვენი ჯარისკაცების მოძრაობა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ამჟამად, აქტიური მოქმედებების ფარგლებში, კონტრშეტევების დაწყებიდან, სამხედროებმა ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი ოკუპანტებისგან გათავისუფეს. ამ დღეებში რუსული არმია თავის საუკეთესოს აჩვენებს – ზურგს. მათი გაქცევა კარგი არჩევანია. უკრაინაში ოკუპანტებისთვის ადგილი არ არის და არც იქნება…თუ რომელიმე რუს ჯარისკაცს სამშობლოში დაბრუნების ეშინია, შეუძლია, ჩაგვბარდეს ჩვენ მას ჟენევის კონვენციის შესაბამისად მივხედავთ”, – აცხადებს ზელენსკი.
დაბრუნებული ტერიტორიებზე პოზიციების გამაგრების პარალელურად უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში: ლისიჩანკის, სვატოვოს, კრემენნაიასა და რუბიჟნოეს, ხოლო ხარკოვის ოლქში- იზიუმის მიმართულებითაც დაიწყეს კონტრშეტევები.
„ჩვენი არმია წარმატებით იბრძვის. ოკუპანტები გარბიან სვატოვოდან, სტარობელსკიდან და ტროიცკიდან. ტოვებენ 2014 წლიდან ოკუპირებულ ;ლუგანსკის ოლქის ქალაქებს არ უნდა ველოდოთ, რომ ხვალ გავათავისუფლებთ მთელი ლუგანსკის რეგიონს, მაგრამ და პროგრესი უზარმაზარია. ბრძოლა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ დამპყრობლები ყველა დასახლებული პუნქტიდან გარბიან…”- ამბობს ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი და სახმედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი.
საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედიაც. მათი ცნობით რუსეთში გაიქცა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი დენის პუშლინი. ჟურნალისტების მტკიცებით, სეპარატისტების ლიდერი უკრაინელი სამხედროების წარმატებით შეშინებულია და თავს რუსეთს აფარებს.