რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბესრუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავენ.  რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს ზაპოროჟიეს რეგიონის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საოლქო ცენტრის წინააღმდეგ რვა რაკეტა იქნა გაშვებული. დაბომბვის შედეგად, რამდენიმე რაიონში ელექტროენერგია გაითიშა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ორჯერ დაბომბეს სუმის ოლქი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. საარტილერიო შეტევა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ განხორციელდა.

პარალელურად, სამხრეთის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ და არტილერიამ დაბომბა რუსული საარმიო ნაწილების საბრძოლო მასალის საცავები, საჰაერო თავდაცვის ძალების ორი სამეთაურო პუნქტი და პოზიციები, ასევე ხერსონის მახლობლად ელექტრონული ომის სადგური და ნოვაია კახოვკაში პონტონური გადასასვლელი.