სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 25 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ) და ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეივნის დასახლების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აბასთუმანის, ცაბაძის, თევდორე მღვდლის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, სამღერეთის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის და ფოცხვერაშვილის ქუჩების მოსახლეობას.