„ირაკლი კობახიძე სოსო გოგაშვილს შეხვდა და დუმილის სანაცვლოდ ყოფილ თანაგუნდელს დიდ ფულს და თანამდებობას სთავაზობდა” – შეხვედრა გოგაშვილთან სახლში, მისი ოჯახის მტკიცებით, მინიმუმ ორჯერ შედგდა.
ეს კი ის პერიოდია, როდესაც სუს-ს უკვე მისი ყოფილი შეფის წინააღმდეგ გამოძიება ჰქონდა დაწყებული, გოგაშვილს კი ტელევიზიებისთვის ხმაურიანი ინტერვიუები მიცემული.
საქართველოს რკინიგზის შეფობა და თვეში მინიმუმ 20 ათასი ლარი – ეს არის ის შეთავაზება, რომლითაც კობახიძე, სოსო გოგაშვილის ცოლის მტკიცებით, მის სახლშა და ოფისშ იმყოფებოდა.
თეა მარტყოფლიშვილს აინტერესებს, თუ მისი მეუღლე კორუმპირებული იყო, მაშნ რატომ დადიოდნენ გოგაშვილითან „ოცნების“ ლიდერები და რატომ სთავაზობდნენ მას ფულის სანაცვლოდ გაჩუმებას.
ერთი წლის წინ, თურმე ამათ უკვე საქმე აღძრული ჰქონდათ სოსოს წინააღმდეგ, მაშნ ირაკლი კობახიძე ნამდვილად იყო ორჯერ მოსული და კიდევაც გამიკვირდა ასე ხშირად რატომ მოდიოდა. ეტყობა სთავაზობდნენ სოსოს თანამდებობას. თუ საქმე ჰქონდათ აღძრული რაღას მოდიოდნენ სოსოთან და რაღას სთავაზობდნენ ფულსა და თანამდებობას. 1-2 საათი მაინც იყო, რაც საუბრობდნენ. მშვიდი საუბარი ჰქონდათ. 2 საათი რომ გავიდა, გავხედე, მეთქი სტუმარს რამე ხო არ სჭირდებათქო და ბოლოს გავიგე მარტო, სოსო უთხრა, რომ სოსო გოგაშვილი არ იყიდებაო.რკინიგზაში სთავაზობდნენ ნამდვილად, 20 ათასი გექნება ხელფასი და კარგად, მშვიდად იქნებიო”. – ამბობს გოგაშვილის ცოლი.
კობახიძეს ფაქტებს უარყოფა ალბათ ძალიან გაუჭირდება, რადგანაც გოგაშვილის სახლის ყველა წერტილში სათვალთავლო კამერებია დამონტაჟებული. თეა მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ კამერების ჩანაწერებისა და მტკიცებულებების შესახებ უკვე სოსო გოგაშვილი ისაუბრებს, თუმცა გოგაშვილის მეუღლე ამბობს, რომ კობახიძე არ იყო ერთადერთი, ვინც ავთო ვარაზის 91 ნომერში ესტუმრა სუს-ის ყოფილ შეფს და გაჩუმების სანადცვლოდ დიდი თანხა შესთავაზა.
ძალიან ბევრი დადიოდნენ, მაგის მომსწრე მე ვარ. ეს ადამიანები პარტიაშიც არიან და თანამდებობებზეც. მათ შორის, ერთხელ გომელაურმაც აღნიშნა განცხადებაში, წასული როცა იყო, ჩემთანაც მოდიოდა ხოლმეო. ყველგან დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, ეხლა კიდე უფრო მეტადაც მაქვს, 24 სათიანი სათვალთვალო კამერებია, რაც აქ ვცხოვრობ იმის მერე“. – ამბობს მარტყოფლიშვილი.