ჯიქი/ლეოპარდი ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა აღმოაჩინა. ფოტო-ხაფანგის მიერ ლეოპარდის გადაადგილება აგვისტოს თვეშია დაფიქსირებული. ნაკრესის ჯგუფის წევრებმა ფოტო შემოდგომის საველე გასვლის დროს ნახეს.
„თუშეთში ჯიქის განმეორებითი გადაღება იმედს გვაძლევს, რომ მხოლოდ ერთჯერად შემოსვლასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ლეოპარდი საქართველოში ბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აგვისტოში ჯიქი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტო-ხაფანგის მიერ იქნა გადაღებული“,- ამბობენ კვლევის ჯგუფში.
საქართველოში ჯიქის კვლევა, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ლეოპარდი თუშეთში, პირველად 2021 წლის აგვისტოში გამოჩნდა. 2003-04 წლებში, „ნაკრესის“ მკვლევრებმა ლეოპარდის კვალი, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ნახეს, შემდეგ კი, პირველად კავკასიაში, ლეოპარდი ფოტოხაფანგით გადაიღეს. მეცნიერებმა მტაცებელს ნოე დაარქვეს.
მანამდე ითვლებოდა, რომ ჯიქი/ ლეოპარდი საქართველოში გადაშენებული იყო.
ლეოპარდი წითელ ნუსხაში შეტანილი მტაცებელი ცხოველია და მასზე ნადირობა აკრძალულია.