ვერელი თემო და ახლა მამა თეიმურაზი გაძარცვეს – დიდძალი ოქრო, იარაღი და ფულია გატანილი

ვერელი თემო და ახლა მამა თეიმურაზი გაძარცვეს - დიდძალი ოქრო, იარაღი და ფულია გატანილივერელი თემო და ახლა უკვე მამა თეიმურაზი კრიმინალების სამიზნე გახდა – ე.წ. კანონიერი ქურდების მღვდლის სახლიდან, ერთი კილოგრამამდე ოქრო, ნიკოლოზის „თუმნიანი“ მონეტები, ოქროს საათები, ბეჭდები და  დიდი ფული გაიტანეს.

ყოფილი ძველი ბიჭი და ახლა უკვე მდიდარი სასულიერო პირი, მთაწმინდაზე თბილისის ტურისტულ ეპიცენტრში, ყიფიანის ქუჩაზე, ფეშენებელურ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობს. მძარცველები მღვდლის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც სასულიერო პირი ბობოყვათის საპატრიარქოს რეზიდენციაში ისვენებდა.

ოქროს ნივთების გარდა სასულიერო პირის სახლიდან წაღებულია დიდი ფულიც – სამების საკათედრო ტაძრის მღვდელი საძინებელ ოთახში, კარადაში  36 ათას დოლარს ინახავდა. დეკანოზი ამტკიცებს, რომ ათასობით დოლარს თვეების განმავლობაში ავტომობილის შესაძენად აგროვებდა.

ერთადერთი რაც მძარცველებმა დატოვეს, სასულიერო პირის ცეცხლსასროლი იარაღების კოლექციაა. ირკვევა, რომ  ოქროს მონეტების გარდა, სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი ცეცხლსასროლი იარაღების კოლექციოენრიც არის.

ყაჩაღებისგან და კრიმინალებისგან თავდაცვას მღვდელი საკუთარი ძალებით და იარაღით აპირებს. ძარცვის ფაქტზე პოლიციელებისთვის ჩვენება არ მიუცია რადგან ეს მის მენტალობაში არ ჯდება. ამბობს რომ ზუსტად იცის, ადამიანები, ვინც მისი სახლი გაიტანა, თუმცა მათ ვინაობას პოლიციას არ უმხელს.

მღვდლის  სახლის ქურდობაში რომ სამი პირი მონაწილეობდა, ეს “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული საქმის მასალებითაც დასტურდება. პოლიცის ფაილებით დგინდება, რომ მღვდლის სახლიდან 300 ათასი ლარის ნივთების მოპარვის შემდეგ მძარცველებმა მთაწმინდა ტაქსით დატოვეს.

სამი თავდამსხმელისგან პოლიციამ მხოლოდ ერთი, 32 წლის გიორგი გოგბერაშვილი დააკავა.  გამოძიება ამტკიცებს, რომ მის ნაქირავებ სახლში ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მღვდლის კუთვნილი  ერთ- ერთი ოქროს ნივთი აღმოაჩინეს. დაკავებულის ოჯახი ამბობს, რომ ნივთი სახლში პოლიციამ  ჩადო.

32 წლის მამაკაცს საქალაქო სასამართლომ 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.

უმდიდრესი მღვდლის სახლის ძარცვის სკანდალური ვერსია აქვს დაკავებულის ადვოკატს, ის ამტკიცებს, რომ კრიმინალური წარსულის მქონე სასულიერი პირმა მისი რეზიდენციის ძარცვის იმიტაცია მოახდინა, მრევლს უთხრა, რომ ტაძრისთვის  შეგროვებული ფული მოპარეს, რეალურად კი ამ ფულით ძვირადღირებული მანქანა იყიდა.