ზაპოროჟიეს ატომური ელექტორსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია. №6 ენერგობლოკი ენერგოსისტემიდან გათიშულია. ამ დროისათვის მისი ცივ მდგომარეობაში გადაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრორმაციას ტელეგრამ არხზე „ენერგოატომის” პრესსამსახური ავრცელებს.
ბოლო სამი დღე-ღამე მე-6 ენერგობლოკი კუნძულის რეჟიმში მუშაობდა, რომელიც მხოლოდ საკუთარ საჭიროებებს უზრუბელყოფდა. მისი სიმძალვრე კრიტიკულად დაბალი იყო (114 до 140), რადგან რუსების იერიშების შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინის ელეტქროსისტემასთან დამაკავშირებელი ხაზები სრულად დაზიანდა, – ნათქვამია განცხადებაში.