ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
წუხელ, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა ბიჭს ესროლეს. ახალგაზრდა კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 19-109 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.