36 დღეში უკრაინამ 223 ირანული დრონი გაანადგურა

36 დღეში უკრაინამ 223 ირანული დრონი გაანადგურა36 დღეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ირანული წარმოების 223 კამიკაძე დრონი, “შაჰედ-136” გაანადგურეს – მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა ავრცელებს.

„19 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების შაჰედ-136 კამიკაძე თვითმფრინავის პირველი ჩამოგდების შემდეგ (2022 წლის 13 სექტემბერი, კუპიანსკი), საჰაერო ძალების თავდაცვამ და უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურა ამ ტიპის 223 უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია განცხადებაში.