„500 ათასი დოლარი, ყოველთვიურად 18.000 ₾, ვაკეში სახლი და კომერციული ფართი“ – ნეკა დოროყაშვილის მოთხოვნები ბასილაშვილისადმი

„500 ათასი დოლარი, ყოველთვიურად 18.000 ₾, ვაკეში სახლი და კომერციული ფართი“ - ნეკა დოროყაშვილის მოთხოვნები ბასილაშვილისადმინიკოლოზ ბასილაშვილის ძმამ, თენგო ბასილაშვილმა სასამართლოში ნეკა დოროყაშვილის ის მოთხოვნები გაიხსენა, რომელსაც განქორწინების შემდეგ იგი საქართველოს პირველ ჩოგანს სთხოვდა.

„ნეკა დოროყაშვილის ითხოვდა ყველანაირი უძრავი ქონების გადაფორმებას. ნიკაც დათანხმდა, რომ პროვოკაცია და რამე რომ არ ყოფილიყო….

500 ათას დოლარს ითხოვდა, ვაკეში სახლს თავისი პარკინგებით და შემნახველებით, მცხეთის ქუჩაზე სახლს რა სახლიც აჩუკა ნიკა ლუკას მაგ სახლს ითხოვდა, გოგებაშვილის ქუჩაზე კომერციულ ფართს, პარკინგს და ყოველთვიურად ითხოვდა 18.000 ლარს ალიმენტს“, – თქვა თენგო ბასილაშვილმა.