ზუგდიდში, რამდენიმე წუთის წინ კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი გზას კვეთდა, რა დროსაც ავარია მოხდა.
დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.