ბოლო ერთი კვირაა სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია ბავშვების გატაცების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ადამიანები ყალბი პროფილების მეშვეობით ფეისბუკის სხვადასხვა ჯგუფებსა და ჩატებში წერენ, რომ ბათუმში, მოზარდებს სკოლის ეზოებიდან იტაცებენ.
მოსახლეობა პანიკაშია და დახმარებისთვის TV25-ს მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ძალოვან უწყებას არ გამოუვლენია იმ ადამიანთა ვინაობა, რომლებიც მშობლებს უსაფუძვლოდ აშინებენ.
მოგიწოდებთ არ აჰყვეთ უსაფუძვლო პანიკას და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას ხელი არ შეუწყოთ. უცნობია რა მიზანი აქვთ იმ პირებს, რომლებიც მშობლებს ასეთი მეთოდებით აშინებენ.