„მთავარი არხის” გადამღებმა ჯგუფმა ბათუმში, სავაგონო დეპოში, სავარაუდოდ, ნავთობით დატვირთული ვაგონები გადაიღო, რომლებსაც „გაზპრომი” აწერია.
სავაგონო დეპოში კომენტარს არ აკეთებენ, თუ საიდან და როგორ შემოვიდა, სავარაუდოდ, რუსული წარმომავლობის ნავთობი. დაცვის თანამშრომლები ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს პრესცენტრთან ამისამართებენ.